პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ინდოეთში 

21:34, 03.12.2025

ინდოეთის პირველი საელჩო და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივა ინდოეთთან – დელიში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა.

მხარეები პოლიტიკური კავშირების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ქართული დელეგაცია ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და გეოპოლიტიკური ცვლილებების და ახალი სავაჭრო გზების ძიების ფონზე ინდოეთიდან საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს. დღის წესრიგში იყო ურთიერთობების საპარლამენტო დონეზე გაღრმავების საკითხიც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პროექტზე, ინდურ მხარეს დელეგაციამ საქართველოს საინვესტიციო გარემოც გააცნო. ქართული მხარე ინდოეთის მზარდ პოლიტიკურ გავლენაზე და ეკონომიკაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც მსოფლიოს ხუთეულში შედის. რა შედეგებით დასრულდა მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები და რა იგულისხმება ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებაში

მსგავსი