პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ინდოეთში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ინდოეთში გრძელდება.
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ნიუ-დელიში შეხვედრებს დილიდან მართავს. ის უკვე შეხვდა ინდოელ კოლეგას და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებთან განხილვის მთავარი თემა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და სატრანზიტო პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით ურთიერთობების გაძლიერებაზე.
„მოამბე ინდოეთიდან – თეონა მანაგაძე დეტალებით.