პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ფინეთში

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სკანდინავიურ ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. შეხვედრები ჰელსინკიში მიმდინარეობს. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მასში მონაწილეობენ საგარეო გუნდის წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატი ჰერმან საბო.

დისკუსიის მთავარი თემაა – საქართველოს ევროინტეგრაცია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. დღეს ფინეთის დედაქალაქში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ფინური მხარე საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას გმობს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.