პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ესპანეთში

შალვა პაპუაშვილის ვიზიტი იწყება მადრიდში. პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდება. განხილვის მთავარი საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობებია. დისკუსიები დაგეგმილია ესპანეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

მოამბე