პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დუბლინში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დუბლინში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლაც. სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი სპიკერი ორმხრივი შეხვედრების გამართვას აპირებს უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. ამ ფორმატში შალვა პაპუაშვილის მხრიდან დისკუსიის მთავარი თემა იქნება ევროკავშირის 12 რეკომენდაცია. ამ თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.