პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ ავსტრიაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, კახა კუჭავამ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა, რა დროსაც ძირითადი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მოახლოებული არჩევნები და რეფორმები იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის ევროპელი კოლეგები ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესით დაინტერესდნენ, დღის წესრიგში იყო დეოკუპაციის გზაზე საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენების პერსპექტივაც.

ნათია ქენქაძე გვეტყვის, რა გზავნილებით დასრულდა სამდღიანი ვიზიტი.