პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია შაანსის პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც პროვინციის კომიტეტის მდივანთან, ამავე პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჭაო იდესთან შეხვედრა გამართა. „საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას,“ – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში