პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში

12:21, 19.05.2026

ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართველი კანონმდებლები უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს უკვე შანსის პროვინციაში, ქალაქ სიანში გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაა. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგას. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ინვესტიციების განხორციელებასა და პოლიტიკურ დონეზე ურთიერთმხარდაჭერაზე გაკეთდა.

შალვა სუმბაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი