პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

18:11, 22.09.2026

ბელგიის სამეფოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელსა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე როვერს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას, ორი ქვეყნის ურთიერთობებში. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რეგიონულ გეოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებსა და შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები.

თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი