პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

15:08, 22.09.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელშია. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან. მხარეებს შორის დისკუსიის თემა ორმხრივი ურთიერთობა და ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული პრობლემებია. დელეგაციაში შალვა პაპუაშვილთან ერთად იმყოფებიან კომიტეტის თავმჯდომარეები – ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი.

თეონა მანაგაძის ჩართვა ბრიუსელიდან #მოამბე

მსგავსი