პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ავსტრიაში

ვენაში პარლამენტის თავმჯდომარეების მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია დასრულებულია. ორი დღის განმავლობაში ქართულმა დელეგაციამ კახა კუჭავას ხელმძღვანელობით მონაწილეობა 20-მდე დისკუსიაში მიიღო. საუბარი გაიმართა როგორც პარტნიორ, მეზობელ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საპარლამენტო ურთიერთობა აქამდე არ გვქონია.