პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ავსტრიაში

პარლამენტის თავმჯდომარეების მეხუთე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, კახა კუჭავა შეხვედრებს განაგრძობს ვენაში. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. დღესვე დაგეგმილია დისკუსია აზერბაიჯანის, თურქეთის, სამხრეთ კორეის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და შვედეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებთან. საღამოს კი, სპიკერებს ავსტრიის ფედერალური კანცლერი უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი