პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრობენ ვაშინგტონში.

კონგრესში მიმდინარე შეხვედრების მიმართ ინტერესი გაორმაგებულია, რადგან ქართული დელეგაცია პრემიერ გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილების ავტორ კონგრესმენებსაც ხვდება. მათ შორის ადამ კინზინგერს, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმაზე უარის თქმის გამო შეშფოთება ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა და საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება დეკემბრის ბოლოს საქართველოში გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა. არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ კინზინგერმა საქართველოსადმი მაღალ ინტერესს გაუსვა ხაზი. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მისი მთავარი გზავნილი დიალოგის გაგრძელებაა.