პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსადმი ნდობა და მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა და ამ ეტაპზე, მხარეებს შორის ურთიერთობების გაძლიერების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს.

არჩილ თალაკვაძემ, სენატორ როჯერ ვიკერსა და ჯოი ვილსონს ხელისუფლების სამომავლო გეგმები გააცნო.