პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთში გაემგზავრა. შალვა პაპუაშვილი სოფიაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 66-ე გენერალური ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო ხდება PABSEC-ს თავმჯდომარე ქვეყანა, შალვა პაპუაშვილი კი ექვსი თვის ვადით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს. ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა და მაღალი დონის შეხვედრები.