პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

ტაშკენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება.

შალვა პაპუაშვილი დღეს დილიდან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პარლამენტის თავმჯდომარე აზიის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელს შეხვდა. დისკუსიის საგანი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ეკონომიკური თანამშრომლობა. გუშინ, ქართული დელეგაცია  ისრაელის, თურქეთისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის სპიკერებს შეხვდა. შეხვედრები, ტაშკენტში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში იმართება.