საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. პაპუაშვილი დღეს დისკუსიას აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს. საუბრის მთავარი თემა ეკონომიკური თანამშრომლობა და შუა დერეფანში საქართველოს როლი იქნება. შეხვედრა უკვე შედგა ისრაელის, თურქეთისა და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს სპიკერებთან. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე.
ქართულმა დელეგაციამ ბელგიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა, რამ გამოიწვია საქართველო-ევროკავშირს შორის პრობლემები.