პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

საქართველოს საგარეო მისწრაფებებზე ისაუბრეს ვარშავაში.

პოლონეთში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასრულებულია. ორი დღის განმავლობაში ირაკლი კობახიძე პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სეიმის და სენატის ხელმძღვანელებს შეხვდა.

სპიკერმა პოლონურ მხარეს ორი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სხდომის თბილისში გამართვა შესთავაზა.