პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმარი
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გუშინ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მივუსამძიმრე საჯაროდ და ვიზიარებთ ამ მწუხარებას. ამ დღეებში ვდგავართ თურქ ხალხთან ერთად, ამ ტრაგედიის წინაშე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.