პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა ოპოზიციას 

ქუჩაში გასულ ოპოზიციას დღეს პარლამენტიდან კიდევ ერთხელ მიმართეს.

ოპონენტებს საპარლამენტო საქმიანობის რეჟიმში დაბრუნებისკენ ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მოუწოდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ხაზს უსვამენ, რომ შექმნილ ვითარებაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არ შეფერხდება. საპროტესტო გამოსვლებზე საუბრის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატთა კრიტიკის და ბრალდებების მთავარი სამიზნე კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები დესტრუქციულ ქმედებებში და რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ყოფილ მმართველ პარტიას დღეს მილევად რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალა უწოდეს.

საპარლამენტო რეჟიმში დასაბრუნებლად ოპოზიცია საკუთარ პირობას აყენებს.