პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა ევროკავშირის ელჩს 

ღია წერილი ევროკავშირის ელჩის სახელზე და ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკის მწვავე კრიტიკა.

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის ისტორიული თარიღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, იმ იდეალებს ახსენებს, რაც 76 წლის წინ ევროგაერთიანების შექმნის საფუძველი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ერთიანობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ევროკავშირი დღეს ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდამჭერია. პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა და საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა – შალვა პაპუაშვილს თბილისთან, ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულების მაგალითებად მოჰყავს. წერილის დასკვნით ნაწილში ურთიერთობების გადატვირთვის გზებზეც არის საუბარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს მოუწოდებს შეცვალოს რიტორიკა, შეწყვიტოს ზეწოლა და დაიწყოს თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან.

მთავარ ადრესატს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა წერილს უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი პოლიტიკური რეაქციები – მანანა დევაძე გიამბობთ.