საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, – წერს შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილში. ამავე განცხადებაში პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ რობერ შუმანმა, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ და დიდმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, მისი ისტორიული განცხადება სწორედ ამ დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მეხუთე წლისთავზე გააკეთა. „შუმანის დეკლარაციას“ საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი: უზრუნველეყო, რომ ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. დეკლარაციის სულისკვეთება მკაფიო იყო – მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს“- ვკითხულობთ წერილში.
შალვა პაპუაშვილის წერილს უკვე მოყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში.