პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვა

მორწმუნეებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. „გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ყველა ოჯახს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ სულიერ სიძლიერესა და სიხარულს! აღდგომა მორწმუნეთათვის გამორჩეული დღესასწაულია, რადგან ის არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, სულიერი განახლების ზეიმი!” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.