პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ჩეხეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტი ხვალ არის დაგეგმილი. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ვიზიტს განახორციელებს, მისი მხრიდან კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაირღვევა. მისივე შეფასებით, ასეთ ფაქტებს საქართველოს სახელმწიფო მოწყობა ჩიხში შეჰყავს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ კანონს გააზრებულად არღვევს. მედიასთან საუბრისას პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის ინსტრუმენტადაც მოიხსენია.