პარლამენტის თავმჯდომარის ინტერვიუ

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა მაკა ცინცაძის გადაცემა „აქტუალურ შაბათში“. ჟურნალისტის კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევას დაადგენს, უმნიშვნელო იქნება, ვინ დაუჭერს მხარს მის იმპიჩმენტს, მთავარი, მისივე თქმით, სასამართლოს ვერდიქტია. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში რადიკალიზმის გაღრმავებას უწყობს ხელს.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ოპოზიციის გაერთიანებაზეც. პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ექსტრემალები უწოდა.

„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 16 სექტემბერი, 2023 #LIVE