პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება და გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებისას კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა არავის  მისცემს  ცვლილებების ჩაგდების უფლებას. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ კი კვლავ აცხადებენ, რომ კენჭისყრაში მათი მონაწილეობა გიორგი რურუას გათავისუფლებაზეა დამოკიდებული.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები გუშინ მეორე მოსმენით, 115 ხმით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერის გარეშე მიიღო.

დატოვე კომენტარი