დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივი მოსაზრება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა. „როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც, უკვე ორი თვეა, ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.