უცხო ქვეყნის ინტერესებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ დებატებში. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესიდან გამომდინარე ხარჯავს სხვა ქვეყანაში ფულს. უცხოურ ინტერესებში კი, მისი აზრით, სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა. თუმცა, პაპუაშვილმა დააზუსტა ისიც, რომ ხელისუფლება ევროკავშირს „მოლოტოვის კოქტეილების” დაფინანსების საშუალებას არ მისცემს.