პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

12:12, 21.11.2025

პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. პაპუაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დანიშნული შეხვედრის გაუქმებით ევროკავშირი დიალოგს გაექცა. მისი განმარტებით, ქართული დელეგაცია, რომელიც კომპეტენტური პირებით იყო დაკომპლექტებული, ევროკავშირთან აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ მზად იყო, თუმცა, ბრიუსელს დიალოგის ეშინია, რადგან მათი კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე 21 ნოემბერს დანიშნული საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა ბრიუსელმა გააუქმა. ასევე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, მისი თქმით, მიუღებელია, საქართველოს, რომლის ორი რეგიონი რუსეთს მიერ ოკუპირებულია, უკრაინის მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო უსაყვედურონ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს არ ეკუთვნის მორალის კითხვა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არსებული ვითარებით სარგებლობენ.

მსგავსი