პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც აქციის მონაწილე ქალი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოღალატეებს უწოდებს. პაპუაშვილი წერს: „ ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა. შეფასებისგან, დღეს, თავს შევიკავებ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე,”- წერს პაპუაშვილი.