პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. კობახიძემ განცხადება თავდაპირველად ბიუროს სხდომაზე გააკეთა, მოგვიანებით, იგივე პოზიცია მედიის წარმომადგენლებთან დააფიქსირა.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რეგლამენტს უნდა იცავდეს, თუმცა დღეს პროცედურები დაირღვა, რაზეც რეაგირება იქნება.