შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ვიდრე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, იქამდე რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია.“- დაწერა პაპუაშვილმა.