პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილებს, სადაც ინფორმაციაა პარლამენტის წევრების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, მან პაველ ჰერჩინსკის მოუწოდა, დაეგმო ეს ფაქტები, თუმცა, საჯარო პასუხი ამაზე არ მოუსმენია.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირისგან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი აქციების დროს ექსტრემიზმის დაფინანსებისკენ იყო მიმართული და ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია.