პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების განცხადებას ვრცელი წერილით ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკასა და ტურიზმს თავს ესხმიან. შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„გუშინ ვაიმარის სამკუთხედის წევრმა პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოებმა გაავრცელეს გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ ასჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში, ვითომცდა საქართველოს საზღვარზე არშემოშვების დიდი რაოდენობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალიან შემაშფოთებელია, რომ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ ახლა ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები თუ უნდა ვიხილოთ. „ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და ჩვენს ეროვნულ ინტერესზე თავდასხმაა. სინამდვილე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ. საბედნიეროდ, საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა. სტატისტიკა კი ამ განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს და აჩვენებს, რომ საქმე სულ სხვაა, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით: 2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა – საქართველოს 1250 მოქალაქეს, ანუ პოლონეთის მხრიდან იყო 140-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე. 2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა – საქართველოს 145 მოქალაქეს, ანუ საფრანგეთის მხრიდან იყო 9-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე. 2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა – საქართველოს 4825 მოქალაქეს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან იყო 26-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.