პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოცემული იქნება საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით. საკითხზე მომხსენებელი თავად შალვა პაპუაშვილი იქნება და განხილვები ხვალ გაიმართება როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ისე პლენარულ სხდომაზე.