„ჩვენ ვხედავთ თავდასხმას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში, შენობაში უვარდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ცენზორები“– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მაშინ იყვნენ ცენზორები, დღეს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას ცდილობენ. მისივე თქმით, არც ერთი საელჩო, არც ერთი „ენჯეო“ არ აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ხდება.