პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

„მოგიწოდებთ, შეწყდეს ძალადობა, აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში, პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო საქმიანობა განაახლეს და 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. მისივე განცხადებით, ხელისუფლებას დღევანდელ დღეს გააჩნია

უმთავრესი ვალდებულება, უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა და რაიმე უმართავი პროცესი. ამ მიმართულებით კი კომპრომისი ვერ იქნება. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაგმო მედიაზე განხორციელებული ძალადობა და ის ბულინგი, რომელიც არის ცალკეული მედიასაშუალებს მიმართ აქციების მონაწილეების მხრიდან.