პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საკითხზე მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს და ინსტიტუციაზე თავდასხმად აფასებს. მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უცხოური ფული ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში ჩაიდოს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სასამართლოს გუშაგი“, „დემოკრატიის მცველები“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“