პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

შალვა პაპუაშვილმა დღეს მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მათ შორის იყო ევროკომისიის მიერ დათქმული ცხრა პუნქტი და მისი შესრულების გზები – პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს დათქმულ ვადაში შეასრულებს და ამისთვის, მისივე თქმით, მმართველ გუნდს კონკრეტული გეგმა აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, შალვა პაპუაშვილი ამ პროცესში ოპონენტებისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელოდება.

ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში – კონკრეტულად რაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ?