პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილედ საქართველოში ბრალდებული გია ლორთქიფანიძე დაინიშნა. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, შალვა პაპუაშვილი მას დასანან ფაქტს უწოდებს. მისი თქმით, ლორთქიფანიძე მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და როდესაც ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, ეს არ არის სასიამოვნო.

შეგახსენებთ, გია ლორთქიფანიძეს გამოძიება ედავება 26 მაისის საქმეზე და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ შემოსვლის ფაქტზე დახმარებას. უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილედ ლორთქიფანიძეს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაავრცელეს.