პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილება აუცილებლად შესრულდება და უახლოეს თვეებში პარლამენტი იმუშავებს ისეთ ფორმატში, როგორც ეს საზოგადოებამ გადაწყვიტა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ისტორია ადასტურებს, რომ ის, რაც ხალხს სურს და ის, რაც საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად მოხდება.

არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.