პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

რა მიზნით დაწესდა აბასთუმნის თავზე საჰაერო შეზღუდვები: სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, ეკონომიკის სამინისტროში განმარტება გაკეთდა. საუბარია იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საკურორტო დაბის თავზე ცა იკეტება და ქვეყნის საჰაერო ტრასები იცვლება.  კერძოდ, დაბის გარშემო 52 კილომეტრ დიამეტრზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შექმნა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თხოვნას უკავშირდება.  უწყების ცნობით, ამ თხოვნით, ობსერვატორიამ სამინისტროს წლების წინ მიმართა და არგუმენტად დაკვირვებებებზე დატვირთული საჰაერო მოძრაობის და თვითმფრინავების კვამლის მძიმე გავლენა დაასახელა.  მათივე თქმით,  გადაწყვეტილების მიზანი სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნა და აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაა. სამინისტროს ცნობით,  ცვლილებით არ უქმდება საერთაშორისო საჰაერო ტრასები და ის გავლენას ვერ მოახდენს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე. უწყება აზუსტებს, რომ შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით შესრულებულ ფრენებზე და ის საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება.

საკითხს დღეს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც.