პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

21:09, 31.01.2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გავრცელებული ყალბი ბანერით ცდილობდნენ აღქმის დამკვიდრებას, თითქოს სახელმწიფომ მას რაღაც მიწის ნაკვეთი გადასცა ერთ ლარად, რაც პაპუაშვილის თქმით, სრული ტყუილია.
პარლამენტის თავმჯდომარის  განმარტებით, აღნიშნული ნაკვეთები მას და მის ბიძაშვილს მემკვიდრეობით გადაეცათ, შემდგომში კი ქონებასთან დაკავშირებით ნათესავებს შორის სიმბოლურ თანხად ნასყიდობის ხელშეკრულებაც გაფორმდა.
„ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი. თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო, მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა. ანუ იმ დონის უტიფარი სიყალბეა, რომ ბრიუსელისთვისაც კი, რომელიც ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ შარი მოგვდოს და ბრალი დაგვდოს, წითელი ხაზი აღმოჩნდა. ასე რომ, ამ ტყუილს თავიდანვე მოკლე ფეხები და ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდა, იმიტომაც არავინ მოჰკიდა მის გავრცელებას ხელი, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი