პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მათი სათქმელიც ეს არის. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, როგორ დაიცავს ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებას.