პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

15:16, 30.10.2025

საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგნენ ახალარჩეული მერები და საკრებულოები.

„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველი ხალხის პოლიტიკური სიბრძნე და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ ერთგულება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი პოსტში მადლობას უხდის ყველა ამომრჩეველს, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ყველა მერსა და საკრებულოს წევრს, მათი მუნიციპალიტეტების საკეთილდღეოდ, წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

მსგავსი