პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.