პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დიპლომატის გადაწყვეტილება გააკრიტიკა: „გერმანიის ელჩმა, მისი გუშინდელი სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას, დაადასტურა, რომ მას, ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატავად მივიდა. რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ? თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. ხოლო, თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი. “ვენის კონვენციის“ მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან“.- წერს შალვა პაპუაშვილი.
გერმანიის ელჩს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკიც.