„იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებენ და რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი ასე გამოეხმაურა ლიეტუვის ელჩის, დარიუს ვიტკაუსკასის განცხადებას, რომ „ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღირებულებები და პრინციპები“.