პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება შალვა პაპუაშვილი: „მეორე დღეა, დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდათ. მეორე დღეა, რაც ამ ენჯეოების დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე“.– წერს პაპუაშვილი.