პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული დაფინანსების შემდეგ, ამერიკული ფონდების ჩანაცვლება ახლა ევროპულით ხდება. მიზანი კი, მისივე თქმით, ქვეყნის არჩევნებში ჩარევაა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. უწყება არასამთავრობო ორგანიზაციებს 100 ათას ფუნტ სტერლინგამდე დააფინანსებს.